26 ივლისი, 2015

ოლიმპიური ლანჩი სტუმრებთან ერთად

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა "თბილისი 2015"-ის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. 

"დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს სამუშაოები ჩაატარა. პირადად დავათვალიერე ყველაფერი, რაც ამ ფესტივალისთვის იქნა გაკეთებული ვარ და ძალიან კმაყოფილი ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ შევმცდარვართ, როცა არჩევანი თბილისის სასარგებლოდ გავაკეთეთ. ქართულმა მხარემ ყველაფერი კარგად გააკეთა, რაც ოლიმპიურ ფესტივალს სულ სხვა დონეზე აიყვანს,"- განაცხადა პრეზიდენტმა.
ოფიციალური სტუმრების საპატივცემულოდ, საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით ლანჩი გაიმართა, სადაც სტუმრებთან ერთად საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის, და თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.