Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 14Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 15Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 16Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 17Warning: imagedestroy() expects parameter 1 to be resource, null given in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 50Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 14Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 15Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 16Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 17Warning: imagedestroy() expects parameter 1 to be resource, null given in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 50Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 14Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 15Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 16Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 17Warning: imagedestroy() expects parameter 1 to be resource, null given in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 50Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 14Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 15Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 16Notice: Trying to access array offset on value of type bool in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 17Warning: imagedestroy() expects parameter 1 to be resource, null given in /usr/www/users/kaladd/system/library/image.php on line 50 თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა
2 სექტემბერი, 2026

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა

 

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე არსებული ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა რეკონსტრუქციის შედეგად, მაქსიმალურად შეინარჩუნებს მის პირვანდელ იერსახეს.

 

მანვე უარყო საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რის გამოც მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია.

 

„სოციალურ ქსელებში ალბათ შეგხვდათ ვიდეობი, სადაც ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს და შესაბამისად, მისი რეკონსტრუქცია დაუშვებელია. სრული პასუსუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. ეს არ იქნება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, არამედ აქ განთავსდება სასტუმრო, სადაც პროექტის თანახმად, შენარჩუნდება არსებული პორტალი - რუსთაველის გამზირის მხრიდან შესასვლელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, აღნიშნულ შენობას მესამე-მეოთხე ხარისხის ავარიულობის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.

 

„ვფიქრობ, რეკონსტრუქციის შემდეგ, აღნიშნული შენობა ნამდვილად დაამშვენებს რუსთაველის გამზირს. შენობის პირვანდელი სახის შესაბამისად განხორციელდება მიშენებაც, ლესია უკრაინკას ქუჩის მხრიდან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს - სამსახურის ავტოპარკს ამჯერად 38 ერთეული ნაგავმზიდი დაემატა.

 

მისი თქმით, შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა, რაც მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

„დედაქალაქში დასუფთავების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სპეციალიზებული ტექნიკის განახლების პროცესს განაგრძობს. ჩვენ საზოგადოებას მიმდინარე წლის მარტში უკვე წარვუდგინეთ 22 ერთეული ახალი, სპეციალიზებული ტექნიკა, თუმცა ამით პროცესი არ დასრულებულა. ამჯერად სამსახურის ავტოპარკს დაემატა 38 ერთეული ნაგავმზიდი, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს, დროულად მოხდეს ნარჩენების გატანა, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესყიდული ტექნიკა ხარისხის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და გააჩნია შესაბამისი სერტიფიკატები, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების დროულად, ეფექტურად გატანა. ქალაქი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა, მოწესრიგებული, ამაში კი განსაკუთრებული როლი აქვს შესაბამისი ტექნიკის არსებობას და მის განახლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განაგრძობს იმისთვის, რომ „თბილსერვის ჯგუფის“ ყველა შესაბამისი დანაყოფი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის ტექნიკით.

 

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მდინარე ვერეს კალაპოტში, მისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები განხორციელდა.

 

თბილისის მერის განცხადებით, შესრულებული სამუშაოები ხელს შეუწყობს მდინარე ვერეს შეუფერხებელ გატარებას გაზრდილი წყალნაკადის პირობებში.

 

„თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატურად ახორციელებენ მომატებული რისკების შემცველი ტერიტორიებისა და ობიექტების მონიტორინგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ტარდება შესაბამისი სამუშაოები. ამჯერად, მდინარე ვერეს კალაპოტში, მისი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა მასშტაბური საპრევენციო ღონისძიებები. კერძოდ, ამონაყრისგან განთავისუფლდა კალაპოტის ორივე მხარეს, ფერდობებზე მოწყობილი 200 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი კონსტრუქცია (გაბიონი), ასევე, გაიკაფა უშუალოდ კალაპოტში გაზრდილი ჭალა, რათა მდინარეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, თბილისის მერია შესაბამის სამუშაოებს, ასევე, მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს.

 

დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონის გამგეობა ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.

 

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სულ 30 405 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის ფარგლებში, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება.

 

„სამუშაოების შედეგად, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები. არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირთათვის. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მოძველებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი. განახლდება გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი და ინტერნეტკაბელები. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

როგორც მერმა აღნიშნა, კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩაერთვება, ქუჩის გასწვრივ კი მწვანე ნარგავები განთავსდება.

 

გარდა ამისა, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებისთვის განკუთვნილი მოსაცდელის განთავსებაც.

 

„ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ავთო ვარაზისა და აგარაკის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძი ეწყობა. დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გზის განახლება მიმდინარეობს, ეწყობა ტროტუარი და იგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გაჩერებების და განათების ქსელის მოწყობაა გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდა ძალიან დიდი დისკომფორტი და ჩვენ დავპირდით, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მთლიანად მოვაწესრიგებდით. შესაბამისად, პროექტი ძალიან მალე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.