სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარედ გზა გაფართოვდა და საყრდენი კედელი მოეწყო
ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის გაფართოებისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან არსებული ჭავჭავაძის ქუჩა სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, გზის სავალი ნაწილი 4 მეტრით გავაგანიერეთ, მოეწყო დამჭერი კედელი, გაკეთდა ტროტუარი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. საკმაოდ დატვირთული ქუჩაა და პრობლემა იყო მანქანების პარკირება, ასევე, ზემოთ არის სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საცხოვრებელი კორპუსები და შესაბამისად, პრობლემას წარმოადგენდა გადაადგილება, განხორციელებული პროექტის შედეგად კი მოქალაქეებს თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, ელექტროსადენები მიწის ქვეშ ჩავიტანეთ, დავამონტაჟეთ განათებების ქსელი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს ასევე გაეცნენ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე.
გზის გაფართოების მიზნით, აშენდა რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი, ასევე, მოეწყო ტროტუარი, სანიაღვრე ქსელი და გარე განათების ქსელი LED სანათებით; ნიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები; გზის სავალ ნაწილზე შეიცვალა და დაიხაზა ასფალტის საფარი. აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 300 000 ლარით დაფინანსდა.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."