დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩის N38-ში განახლებული რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა.
5 000 კვ. მ ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა განთავსებული, კაპიტალურად რეაბილიტირდა. ასევე, განახლდა საპარკე ინვენტარი და მოეწყო შადრევანი.
„დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია მოწესრიგებული და განახლებულია. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო დასასვენებელი სივრცე და საბავშვო ატრაქციონები, ძაღლების სასეირნო სივრცე, რომელიც შემოღობილია, ძალიან სასიამოვნო გარემოა დასვენებისთვის და გართობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი.
პროექტის განხორციელებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 644 444 ლარი დაიხარჯა.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."