დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ მეხუთე ფილიალის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ახალი ფილიალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ზვიად გამსახურდიას N80-ში გაიხსნა.
„ვუერთდები მილოცვებს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტი წარმატებული იქნება. ეს შენობა-ნაგებობაც გამორჩეულია თავისი ვიზუალით, არქიტექტურით. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც პროექტზე მუშაობდა. ასევე, აქ გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილები. დღეს, როდესაც ქალაქში 600 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ შენობა-ნაგებობას, რომელიც ადამიანების თავშეყრის ადგილი იქნება, ჰქონდეს პარკირებისთვის შესაბამისი სივრცე. გარდა ამისა, დასაქმებული იქნება 300 ადამიანი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის. წარმატებას გისურვებთ თქვენს წამოწყებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, წელსვე იგეგმება კიდევ ორი ფილიალის გახსნა საბურთალოს რაიონში და ქალაქ ქუთაისში.
"ჩემთვის თანამდებობები არასდროს ყოფილა პრიორიტეტული, არც მაშინ, როდესაც..."