23 თებერვალი, 2015

ხელვაჩაური ჰესი 1-ის სამუშაოების დათვალიერება

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აჭარაში „ხელვაჩაური ჰესი 1-ზე“ მიმდინარე სამშენებლო სამუშოები მოინახულა.

თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც სამ ჰესს მოიცავს - „კირნათი ჰესი“, „ხელვაჩაური ჰესი 1“ და „ხელვაჩაური ჰესი 2“.

„კირნათი ჰესი“ და „ხელვაჩაური ჰესი 1“ ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა, ხოლო კასკადში შემავალი მესამე ელექტროსადგურის პროექტის „ხელვაჩაური ჰესი 2“ - ის განხორციელებას კომპანია 2015 წელს დაიწყებს და 2018 წელს დაასრულებს.

ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 126 მგვტ-ს შეადგენს. კასკადი წლიურად 560 მლნ კვტ.საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია, საიდანაც კომპანიამ 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა.