4 ნოემბერი, 2021

სალომე ზურაბიშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე მიიღო და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თვითმმართვეობის არჩევნების მომდინარეობას. როგორც ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, კახა კალაძის საარჩევნო კამპანია გამოირჩეოდა იმით, რომ არ იყო გამოყენებული სიძულვილის ენა და რიტორიკა, ორიენტირებული იყო საქმეზე და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.

პრეზიდენტმა და ახლადარჩეულმა მერმა დედაქალაქისა და ქვეყნის საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის საკითხები განიხილეს.