24 აგვისტო, 2019

“ქართული სახლის” გახსნის ღონისძიება მინსკში

„თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, მინსკში „საპარტნიორო ფონდმა“ „ქართული სახლი“ გახსნა. ეს სივრცე იმდენად საინტერესო, ქართული ისტორიის, ყოფის, კულტურისა და ტრადიციების შემცველია, დარწმუნებული ვარ, ყველა ვიზიტორი ისიამოვნებს მისი გაცნობისას. მინდა, წარმატება ვუსურვო მის დამფუძნებლებს და იმედი გამოვთქვა, რომ „ქართული სახლი“ საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობაში თავის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. მიხარია და გვეამაყება, რომ ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს შორის ასეთი თბილი და მეგობრული ურთიერთობა არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ბელარუსი ხალხი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველი ხალხის გვერდით, როგორც ქართველები ბელარუსი ხალხის გვერდით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბიზნესს დღეიდან აქვს შესაძლებლობა, შესთავაზოს მინსკელებს და მინსკის სტუმრებს ქართული პროდუქცია.
პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები