31 მაისი, 2019

პოლიციის დღე

ვულოცავ ქართულ პოლიციას პროფესიულ დღეს!
გვეიმედება და გვეამაყება თითოეული პოლიციელი, რადგან სწორედ მათი ძალისხმევის, პროფესიონალიზმის, თავგანწირვის და მოვალეობის შეგნების მაღალი ხარისხის დამსახურებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყანად მიიჩნევა მსოფლიოში.
მადლობა პოლიციას თანამშრომლობისთვის და მათი წვლილისთვის დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.
წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ პოლიციის თითოეულ თანამშრომელს ამ მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელ და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

მსგავსი სიახლეები