25 მაისი, 2019

გამწვანების მასშტაბური ღონისძიება კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე

მწვანე სივრცეების არსებობა, გამწვანება, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, ეს არის ახალი სკვერებისა და პარკების მოწყობა, ასევე, არსებული პარკების რეაბილიტაცია. ამჟამად კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობის გამწვანების სამუშოები მიმდინარეობს. დაახლოებით, შვიდი ათასზე მეტი ძირი ხე ირგვება, რომელშიც მოსახლეობასთან ერთად, ახალგაზრდობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არიან ჩართულები. პირობას გაძლევთ, რომ მსგავსი ღონისძიებები ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა უბანში გაგრძელდება.

„ხეების დარგვის პროცესში ჩემი მცირე წვლილი შევიტანე. გვჯერა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სურვილის სიმბოლოა, რომელიც თბილისის გამწვანებას ეხება. დარწმუნებული ვარ, ქალაქში უფრო მეტი გამწვანებული სივრცე შეიქმნება. აღნიშნული აქცია ასევე, ახალი ნარგავების გაშენების სიმბოლოა, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიხილავთ. შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქარველოში, კარლ ჰარცელმა.

დღევანდელი აქციით, კუს ტბის მიმდებარედ არსებულ ფერდობზე დაახლოებით, 1000-მდე ნერგი დაირგო. ერთი კვირის განმავლობაში კი სულ 6,9 ჰექტარზე, ჯამში 7 600 სხვადასხვა ჯიშის და სახეობის ნერგი დაირგვება. მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, იფანი (ჩვეულებრივი), ელდარის ფიჭვი, ასევე, გზის ნაპირებზე - ჰიმალაის კედარი. გამწვანების სამუშაოების მიზანი ტყის აღდგენის გზით ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების ხელშეწყობაა. ნერგების მოვლა-პატრონობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოეწყობა.

მსგავსი სიახლეები