22 მაისი, 2019

შიდა გზების მოწყობის სამუშაოები სამგორის სამხედრო დასახლებაში

დასახლებაში დაახლოებით 1700 ოჯახი ცხოვრობს, რომლისთვისაც აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება პრიორიტეტული იყო.
არანაირი გზა, სანიაღვრე სისტემა, გარე განათება არ არის ამ დასახლებაში. მოსახლეობა ძალიან აქტიურობდა. აქტიური კომუნიკაცია იყო ჩვენთან, პირადად მეც მწერდნენ და ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება.
პროექტზე მუშაობს „ბლექსი ჯგუფი“, სამუშაოები 4 თვის ვადაში მთლიანად დასრულდება, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სკვერი, სპორტული მოედანი, გარე განათებები, ყველაფერი, რაც სჭირდება უბანს, იქნება მოწესრიგებული.

პროექტი, საერთო ჯამში, 35 000 მ2 ასფალტის საფარის დაგებას ითვალისწინებს. ასევე, კორპუსების მიმდებარედ ავტოსადგომები მოეწყობა. პროექტისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 405 405 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები