13 ნოემბერი, 2018

ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

დღეს არის დღე ჩვენი რწმენის სიმყარის, თავდადების, ერთგულების, თავდაუზოგავი ბრძოლის; დღეს არის დღე ჩვენი ხალხის გმირობის, სამშობლოს სიყვარულის, შეუდრეკელობის ნიშანსვეტი. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, თუ რა არის სამშობლოს სიყვარული; ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა არის ეროვნული ფასეულობები, ეროვნული იდეა, პატრიოტიზმი. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქართველების ყველაზე დიდი მტერი იყო შუღლი, ერთმანეთის უპატივცემულობა, უნდობლობა, ასი ათასი ქართველი მოწამე არის ნათელი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, თავგანწირვის, მტკიცე სულის, ძლიერი ქართული ხასიათის. თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი ერი არასდროს გადაშენდება. ჩვენ გვაქვს ძლიერი სული, ძლიერი რწმენა. ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს და თითოეული ჩვენგანის მფარველი.