5 ივლისი, 2018

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული საზეიმო მიღება

მინდა მივულოცო ამერიკის სახელმწიფოს, ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს ჩვენს სახელმწიფოებს შორის. ძალიან ბევრი წელია ვთანამშრომლობთ, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა მათი თანადგომითა და დახმარებით. მე არ შემიძლია არ გავიხსენო ენერგეტიკის სფერო, როდესაც მინისტრი ვიყავი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა მათი თანადგომით და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ენერგეტიკა არის ერთ-ერთი მოწინავე დარგი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები, რომელიც არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დიდი პოტენციალია.

მსგავსი სიახლეები