29 ივნისი, 2018

ევროპულ ინსტიტუციებში საქართველოს დელეგაციების კონფერენცია

კონფერენციაზე საუბარი ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას შეეხო. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ. აღნიშნულ რეფორმებს ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ უმაღლესი შეფასება მისცა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტების თავმჯდომარე ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პლატფორმა სწორად გამოვიყენოთ. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლის ვალდებულებებიც აღებული გვაქვს და რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის.

მსგავსი სიახლეები