23 ივნისი, 2018

საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ბედნიერება, ვიამაყოთ ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებით, გამარჯვებებით. პირველ რიგში, ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ მათ, რათა ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასახელონ. რა თქმა უნდა, სპორტსმენებს სჭირდებათ უფრო მეტი დაფასება, საჭიროა უკეთესი პირობები შევუქმნათ იმისათვის, რომ ივარჯიშონ და მეტი წარმატება მოუტანონ ჩვენს ქვეყანას. ვულოცავ ჩვენს ოლიმპიელებს დღევანდელ დღეს!