19 ივნისი, 2018

გზის გაწმენდითი სამუშაოები გიორგიწმინდაში

აქ მიმდინარეობდა როგორც საგზაო, ისე ხიდის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გაკეთებული იყო შემოვლითი გზა, რომელიც უხვმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარემ მოანგრია. დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც გაუნადგურდა საშენი მასალები, თუმცა ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მას. შემოვლითი გზის აღდგენის სამუშაოები დაწყებულია და დილისთვის დასრულებული იქნება. ხიდის სამუშაოებიც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. მცირე ზიანი იყო სხვადასხვა რაიონშიც, მათ შორის ისანში, გარდა ამისა, ისევ დაიტბორა ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, თუმცა ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. კლდე ჩამოიშალა მარნეულისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა იქაც უკვე მიმდინარეობს გაწმენდის სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები