12 ივნისი, 2018

სანიაღვრე ქსელის გაწმენდითი სამუშაოები

უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა დედაქალაქში. ახლა ვიმყოფებით უნივერსიტეტის ქუჩაზე, სადაც სერიოზული პრობლემა დაგვხვდა, რადგან ნაგავმა, ცელოფნის პარკებმა გაჭედა სანიაღვრე არხები და წყლის ნაკადი ვერ გაედინებოდა. უხვი ნალექის გამო ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. ამჯერად, პრობლემა აღმოფხვრილია.

პრობლემები იყო გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, სადაც მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.

მობილიზებულია მერიის ყველა სამსახური და სამაშველო სამსახური, პატრული. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დილით ქალაქი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები