15 მაისი, 2018

ახლადგახსნილი სასტუმროს შენობა ისტორიულ იეარსახეს ინარჩუნებს

ჩვენს დედაქალაქში ბევრი კარგი სასტუმროა, თუმცა ასეთი გემოვნებით შექმნილი სასტუმრო ნამდვილად მისასალმებელია. ყველა პროექტი, რომელიც ამ ჯგუფის მიერაა განხორციელებული, წარმატებულია. ვისურვებდი, რომ მათ დედაქალაქში რაც შეიძლება ბევრი პროექტი განახორციელონ, რაშიც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებ.

სასტუმრო „სტამბა“ კომპანია „აჭარა ჯგუფის“ ბრენდს წარმოადგენს. სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაშია განთავსებული. ამ ეტაპზე, სასტუმროში 600 ადამიანია დასაქმებული. მისი სრულყოფილად ამუშავების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა 750-მდე გაიზრდება, სტუმრებს კი, 150 ნომერი მოემსახურება.

სასტუმროში განთავსებულია კაფე „სტამბა“, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ, ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისგან დამზადებული ქართული და ევროპული კერძები დააგემოვნონ. სასტუმროში ასევე, განთავსებულია კაზინო „ავიატორი“, ხოლო შენობის თავზე მოწყობილია საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით.

განახლებული შენობა თავის პირველად, ისტორიულ სახეს ინარჩუნებს. ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.

მსგავსი სიახლეები