11 მაისი, 2018

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა

დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა.

პოლიტსაბჭოს განახლებას პარტიაში რეფორმების ახალი ტალღის განსახორციელებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა ყველა დელეგატს ერთსულოვნებისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, ქვეყნის განვითარებაში გარდამტეხი ცვლილება შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, მთელ ქართულ საზოგადოებას, რომელიც უსამართლო რეჟიმს არ შეეგუა და ჩვენთან ერთად, საერთო ძალისხმევით, ყველაზე ძვირფასი - თავისუფლება მოიპოვა.

ჩვენი პარტიის ისტორია ხანმოკლეა, მაგრამ მან უკვე ღირსშესანიშნავი კვალი დატოვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური გაერთიანების ირგვლივ არადემოკრატიულ რეჟიმთან მებრძოლი მოქალაქეების კონსოლიდაცია მოხდა. არჩევნების გზით, ჩავანაცვლეთ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული, ადამიანებზე, კანონზე მოძალადე ხელისუფლება - ხელისუფლებით, რომლის მთავარი ღირებულებები ადამიანი და სამშობლოს სიყვარულია

პარტიის მეოთხე ყრილობის ჩატარებიდან დღემდე, გასული ორი წლის განმავლობაში, პარტიის გასაძლიერებლად, უმნიშვნელოვანესი რეფორმები გატარდა. კერძოდ, განხორციელდა პარტიის ცენტრალური სტრუქტურების რეორგანიზაცია; გაძლიერდა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები; მნიშვნელოვნად განახლდა პარტიის პოლიტიკური გუნდი;

თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის საფუძველზე, ჩვენი პარტია - „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს. დღეს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე ახალი ტიპის გამოწვევები დგას, ჩვენი პარტია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ახალი ხედვებისა და იდეების განსახორციელებლად, საზოგადოების კონსოლიდაციას შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ცვლილებები საქართველოში პარტიული და პოლიტიკური ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასაყვანად მძლავრი იმპულსი იქნება.

მსგავსი სიახლეები