4 მაისი, 2018

ფოტოკონკურს „ქოლგას“ გამარჯვებულთა დაჯილდოება

მსგავსი კონკურსის ჩატარება დედაქალაქში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე, როგორც ქალაქის მერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო წლებში ასეთი ფესტივალი მრავლად ჩატარდეს ჩვენს ქალაქში. მე დარწმუნებული ვარ, შემდეგი ფესტივალები უფრო საინტერესო იქნება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩვენი ქალაქი ძალიან მდიდარია თავისი მრავალფეროვანი კულტურით, თავისი ღირსშესანიშნავი უბნებით, ქუჩებით და ვფიქრობ, ფოტომოყვარულებს ძალიან ბევრი ექნებათ სამუშაო, რომ ეს ყველაფერი აღბეჭდონ და შემდეგ წარმოადგინონ. ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ჩემს პატივისცემასა და მხარდაჭერას.
ფოტოკვირეული თბილისის მერიის მხარდაჭერით 3 მაისს დაიწყო და 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი, ტრადიციულად, თბილისის მერიამ დააწესა და 7000 დოლარს შეადგენს.
ფოტოკონკურსი “ქოლგა” თბილისში უკვე 17 წელია იმართება და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს მასპინძლობს. ფოტოკვირეულის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, ვორქშოფები და ლექციები ჩატარდება. წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა - დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური სერია და მობილური ერთი კადრი.

მსგავსი სიახლეები