1 მაისი, 2018

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა

დღეს შედგა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა. სხდომის ფორმატში ვიმსჯელეთ პარტიის ყრილობაზე განსახილველ საკითხებზე. ცხადია, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, პარტიის თავმჯდომარედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის წარდგენაზე. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში წარმოდგენილები იქნებიან შემდეგი კანდიდატები: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი ბატონი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ბატონი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბატონი მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: ბატონი დიმიტრი სამხარაძე, ბატონი ბიძინა გეგიძე, ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები - ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ბატონი სოზარ სუბარი. ასევე ბატონი დავით საგანელიძე და დედაქალაქის მერი, ამ შემთხვევაში მე - კახა კალაძე. უახლოეს პერიოდში ჩატარდება პარტიის ყრილობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ყრილობის დელეგატები ერთხმად დაუჭერენ მხარს ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

 

მსგავსი სიახლეები