24 აპრილი, 2018

რეგიონალური კონფერენცია ზუგდიდში

სამეგრელო ის რეგიონია, რომელმაც კარგად იცის როგორი იყო მაფიოზურ-კლანური, ძალადობრივი მმართველობა. ძალიან რთული იყო მაშინ განსხვავებული აზრის ხმამაღლა დაფიქსირება, თუმცა სამშობლოს სიყვარულით თქვენ ეს შეძელით. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ, შეგვეცვალა ძალადობრივი რეჟიმი. ბოლო წლებში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა რეგიონში, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკური განვითარება. ქვეყანას სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები, ძლიერი ეკონომიკა უნდა გახდეს რეგიონების და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების საფუძველი. ჩვენ უნდა ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, თავისუფალი მოქალაქეებით, სადაც კანონი იქნება უზენაესი. ამაში კი თითოეული მოქალაქის როლი არის განსაკუთრებული.

მსგავსი სიახლეები