31 მარტი, 2018

რეგიონალური კონფერენცია გორსა და ახალციხეში

ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. გვახსოვს 2011 წელი, როცა შეიქმნა პარტია „ქართული ოცნება“. გვახსოვს 2012 წლის არჩევნები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, განსხვავებული პოლიტიკური პარტიების მიმართ, თუმცა თქვენ იდექით იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს. იმიტომ, რომ ეს გზა იყო სწორი და თითოეული თქვენგანი დარწმუნებული იყო ამაში. მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და არც ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი გაკეთებულით. გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია ქვეყანაში და აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. კარგად გვაქვს გაცნობიერებული სოციალური მდგომარეობა და ვფიქრობთ, მომდევნო წლებში დაგეგმილი პროექტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ ამ პროექტების განხორციელებაში მარტო ხელისუფლება, მარტო მთავრობა ვერაფერს გააკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა, რომ ერთად შევძლოთ პრობლემების მოგვარება და იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს დაგეგმილი. 2012 წლიდან ჩვენ მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები იყო სამაგალითო. ყოველთვის ვიდექით მოწოდების სიმაღლეზე და ევროპაში ყოველთვის აღნიშნავდნენ, თუ როგორი ცვლილება განიცადა საარჩევნო გარემომ. ყველას ეძლევა შესაძლებლობა, წარმოადგინოს საარჩევნო ხედვა, ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის. ეს რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დამსახურებაა.

მსგავსი სიახლეები