15 იანვარი, 2018

არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენთა დაჯილდოება

თბილისის მერმა კახა კალაძემ არაოლიმპიური სახეობების სპორტსმენთა 2017 წლის საუკეთესო ათეულის ერთ-ერთი წევრი, კონსტანტინე ჯანაშია დააჯილდოვა.

საუკეთესო სპორტსმენთა ათეული დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, სპორტული რადიოს - JAKO FM იუბილეზე დაჯილდოვდა.

საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ფედერაციებმა გამოავლინეს. გამარჯვებულ ათეულს მედლები, თასები, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.

მსგავსი სიახლეები