12 დეკემბერი, 2017

ხანუქას სანთლის ანთების ცერემონია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქვეყნის მთავარ სინაგოგაში ებრაული დღესასწაულის - ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას დაესწრო.

ხანუქა ებრაული დღესასწაულია, რომელიც რვა დღის განმავლობაში გრძელდება. ყოველდღე რვასანთლიან მენორაზე თითო სანთელი ინთება, რაც აღნიშნული დღესასწაულის მთავარ რიტუალურ სიმბოლოს წარმოადგენს.

დღესასწაული ტაძრის განწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავია, რომელიც რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოდ იქცა.

მსგავსი სიახლეები