17 ნოემბერი, 2017

ნაძალადევის და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

ბეჟანიშვილის ქუჩაზე დაზიანებული ქვაფენილის დემონტაჟი დასრულდა, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტროტუარებიც მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მერიის კონტრაქტორი კომპანია „ცეკური“ აწარმოებს, დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. დიდ დიღომში, ზურგოვანას დასახლების რეაბილიტაციის პროექტი სანიაღვრე ქსელისა და გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დასახლებაში ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა და გზის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოებს აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია, შპს „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს. გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები