12 ნოემბერი, 2017

კახა კალაძე პატრიარქს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად, დღეს უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.

უწმინდესმა კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები დალოცა, ქალაქის მერს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კახა კალაძემ საქართველოს პატრიარქს თბილისის განვითარებასთან დაკავშირებით დაგეგმილი პროექტები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა ახალარჩეულ მერს საჩუქრად წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სპირიდონის ხატი გადასცა.

მსგავსი სიახლეები