9 ნოემბერი, 2017

კახა კალაძე ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმის ცერემონიას დაესწრო

ევროპის მოედანზე, დარეჯანის სასახლესთან ბერლინის კედლის ფრაგმენტი დაიდგა.

ცერემონიას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წევრები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, გერმანიაში საქართველოს ელჩი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, 9 ნოემბერი ბერლინის კედლის დაცემის დღეა, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში, თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოდ გადაიქცა.

ბერლინის კედლის ფრაგმენტი პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის დროს, საქართველო-გერმანიის მეგობრული ურთიერთობის ნიშნად საჩუქრად გადმოეცა.

მსგავსი სიახლეები