1 ნოემბერი, 2017

გოლფ კლუბის “თბილისი ჰილს“-ის გახსნა

თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, საქართველოში პირველი საერთაშორისო დონის, პრემიუმ კლასის გოლფ კლუბის „თბილისი ჰილს“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი, კერსტი კალიულაიდი. პროექტი დაიგეგმა და ხორციელდება საერთაშორისო კომპანიების - Skinest Rail, Kaamos Group და FTT Golf-ის მიერ და საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით. გოლფ კლუბი თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კრწანისის, ორთაჭალის, წავკისისა და ქვემო თელეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული.