26 ოქტომბერი, 2017

საპატიო თბილისელების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია

თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საპატიო თბილისელების შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაციას დაესწრო. წიგნი, რომელიც თბილისის მერიის მიერ გამოიცა, ბიოგრაფიულ ცნობებს თბილისის ყველა იმ საპატიო მოქალაქის შესახებ მოიცავს, რომლებსაც ეს სტატუსი 1979 წლიდან 2016 წლის ჩათვლით მიენიჭათ. ღონისძიებას საპატიო თბილისელებთან და მათ ოჯახის წევრებთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს მოქმედი წევრები და თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოს წევრობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები