15 ოქტომბერი, 2017

ქუჩის კალათბურთის ტურნირი

„მივესალმები ასეთ წამოწყებას, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და პირადად გავუწევ პოპულარიზაციას მას. დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა ამყვება და ამგვარი თამაშები და შეჯიბრებები მომავალშიც ბევრი იქნება“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ქუჩის კალათბურთის ტურნირის ფინალურ თამაშზე გააკეთა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი ერთი კვირა მიმდინარეობდა და მასში თბილისის სხვადასხვა რაიონის გუნდები იყვნენ ჩართულნი. შეჯიბრება მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში მეტი ახალგაზრდის ჩართვას. ტურნირს კალათბურთელი ანატოლი ბოისა დაესწრო.