უკან დაბრუნება
7 ოქტომბერი

შეხვედრა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს შეხვდა და თბილისობა მიულოცა.

სომეხი, აზერბაიჯანელი და ებრაელი ხალხის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე კახა კალაძემ თბილისის განვითარების ხედვაზე ისაუბრა და მათ მოსაზრებებსაც გაეცნო. თბილისის მერობის კანდიდატი, ასევე სურბ ეჩმიაძინის ტაძარს და სინაგოგას ესტუმრა.

„თბილისი სწორედ ამით გამოირჩევა ბევრი სხვა ქალაქისგან, რომ აქ ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები. აქ ეროვნებას არ ეკითხებიან ადამიანებს. ჩვენ ერთად ვაშენებთ ამ ქალაქს“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ თბილისის მერობის კანდიდატი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსაც შეხვდა.