23 სექტემბერი, 2017

ჩემპიონატი თავისუფალი სპორტის სახეობებში

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, თავისუფალი სპორტის სახეობებში ჩემპიონატი ჩატარდა. გორგოლაჭებით, სკეიტბორდით, BMX-ითა და სკუტერით მოასპარეზეთაგან საუკეთესო, თავისუფალი სტილის სპორტსმენებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. თითოეულ მონაწილეს წარმოდგენისთვის 55 წამი ჰქონდა. შეჯიბრებაში პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს სერტიფიკატები გადაეცათ. შოუს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, დაესწრო. მან ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მსგავსი სიახლეები