1 სექტემბერი, 2017

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია დაამტკიცეს.

საუბარი ასევე, შეეხო წინასაარჩევნო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებს.
 

მსგავსი სიახლეები