30 აპრილი, 2023

ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

„საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ქართულ ჯარს, თითოეულ ჯარისკაცს, ვინც თავდადებით, ღირსეულად, პატრიოტული სულისკვეთებით ემსახურება თავის ქვეყანას - იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის თავისუფლებას. მინდა, დღევანდელ დღეს პატივი მივაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედროთა ხსოვნას. ამ ბიჭების გმირობაზე დგას ქართული არმიის სიმტკიცე და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

მსგავსი სიახლეები