7 აპრილი, 2022

51 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

კიდევ 51 ოჯახი გავაბედნიერეთ - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ელოდნენ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას და მიხარია, რომ დღეს, ხარების დღესასწაულზე ისინი გავახარეთ.
ფართების დაკანონება ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს. ეს ჩემი მერობის პირველი ვადის საარჩევნო დაპირება იყო და ვასრულებთ კიდეც. უკვე ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. მომავალში ყველას დავეხმარებით, ვისაც მსგავსი პრობლემა აწუხებს.

მსგავსი სიახლეები