1 იანვარი, 2022

საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე

ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ახალ 2022 წელს. 2021 წელი იყო რთული წელი. ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა ჩავაბაროთ წარსულს, გავატანოთ 2021 წელს და ახალი იმედებით, ახალი ენერგიით, ახალი ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო და მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და ემსახურება ჩვენს ქვეყანას. მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები, სიხარული, წინსვლა, ბედნიერება და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს. სულიერი სიმშვიდე ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. გილოცავთ!