30 დეკემბერი, 2021

სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პრიზიორებს და ქალთა გუნდების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სპორტული უწყებების, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, სპორტსმენები და საპატიო სტუმრები დაესწრნენ.