9 დეკემბერი, 2021

კახა კალაძე ანდრეას კიფერს შეხვდა

თბილისის მერი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი კახა კალაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივან ანდრეას კიფერს შეხვდა.

შეხვედრაზე დედაქალქის მერმა ანდრეას კიფერს მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საბჭო სხვადასხვა მიმართულებით იჩენს.

კახა კალაძემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა და მათ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

საუბარი ასევე შეეხო კონგრესის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაკეთებულ განაცხადს, რომლის მიზანი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ჩართულობის ხელშეწყობაა. დედაქალაქის მერმა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

ამასთან, კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი კონფერენცია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ადამიანის უფლებების კიდევ უფრო განმტკიცებას შეუწყობს ხელს