24 სექტემბერი, 2021

შეხვედრა სპორტსმენებთან

სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად, ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა. ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება.