27 სექტემბერი, 2020

სოხუმის დაცემის დღე

დღეს, 27 სექტემბერს 27 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს არის დღე, რომლის უკან დგას ათი ათასობით დაღუპული ადამიანი, ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი, ოკუპირებული ტერიტორიები.
ამ ომს არ ჰყავს გამარჯვებული, მაგრამ ჰყავს გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის მთლიანობისთვის ბრძოლას.
მათი ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალია, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის, მშვიდობიანი ნაბიჯებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით დავიბრუნოთ ის ერთიანობა, რომელიც გვქონდა და გავაერთიანოთ საქართველო.

მსგავსი სიახლეები