28 იანვარი, 2020

საცურაო აუზის მშენებლობა

ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ სამუშაოებს აუცილებლად შევასრულებდით. თქვენ ხედავთ, როგორი დასახლებული პუნქტია, აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ აქ გვაქვს სპორტული ცენტრი და მომავალში დაემატება საცურაო აუზი, რომელიც მოემსახურება ახალგაზრდებს, ბავშვებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მის დანერგვას, პოპულარიზაციას და გვინდა ყველა რაიონში შევიდეთ ასეთი პროექტებით. მომავალში დაგეგმილი გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, მათ შორის, დიდ დიღომში. უკვე არსებობს პროექტი და მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას.

პროექტი მოიცავს საცურაო აუზს სიგრძით 18 მეტრი, სიგანით 12,5 მეტრი, ხოლო სიღრმით 0,8 – 1,6 მეტრი; ფიტნეს დარბაზს, სველ წერტილებს, გასახდელებსა და მისაღებს. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია, ხოლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 ივნისამდეა.
სპორტული კომპლექსი, სხვადასხვა სექციებზე, დაახლოებით 500 ბავშვს ემსახურება, საცურაო აუზი კი საშუალოდ 200 ბავშვზეა გათვლილი. ისევე, როგორც სხვა მუნიციპალურ კომპლექსებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს თბილისის მერია დააფინანსებს. სხვა ნებისმიერ მსურველთათვის კი მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი, შეღავათიანი ტარიფი იმოქმედებს.