20 იანვარი, 2020

26 ოჯახს გლდანში საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა

დღეს 26 ოჯახს გადავეცით ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ვულოცავ ამ ადამიანებს, ძალიან დიდია სიხარული და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი სიხარული იყოს. თქვენ იცით, რომ ეს პროგრამა უკვე დიდი ხანია მოქმედებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოფიციალურად შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას. ეს იყო ჩემი დაპირება წინასაარჩევნოდ, რომ ასეთ ოჯახებს დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ გარკვეული პრობლემები, შეიძლება ბიუროკრატიულიც, შეიძლება საბუთების მოგროვების თვალსაზრისით. გამგეობებისა და მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურის ჩართულობით, 800-ზე მეტ ოჯახს უკვე მიეცა შესაძლებლობა, ის ბინები, სადაც ისინი ათეულობით წელი ცხოვრობენ, დაეკანონებინათ.

ფართები დაუკანონდა გლდანის I მ/რ-ის N3ბ-ში 17 ოჯახს, რომელიც იქ დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს, ასევე, გმირი კურსანტების N1-ში 10 წელზე მეტია მცხოვრებ 9 ოჯახს. მათ საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად მიიღეს.

მსგავსი სიახლეები