Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო
13 დეკემბერი, 2019

ვარკეთილში 1300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო

ვარკეთილში თაყაიშვილისა და ალექსიძის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე 1300 კედრის მარადმწვანე ხე დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან ერთად მიიღო.

კახა კალაძემ თიბისის ნერგების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ერთობლივი აქცია და მინდა თიბისის მადლობა გადავუხადო ნერგების გადმოცემისთვის. დარგვის სამუშაოები „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა. შედეგად ეს კონკრეტული გზაგამყოფი, სადაც ახალი ნერგები დაირგო, ძალიან ლამაზი გამოვა. იცით, ჩვენი მხრიდან როგორი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, არსებულის რეაბილიტაციას და როდესაც დასრულდება სამუშაოები, კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი გვექნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ და თბილისის საკრებულოს წევრებმა მიიღეს.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0