Warning: fread(): Length parameter must be greater than 0 in /home/kaladze/public_html/system/library/cache.php on line 27 ფონიჭალაში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
27 ნოემბერი, 2019

ფონიჭალაში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

ფონიჭალაში, სადგურის ქუჩა N57-ის მიმდებარედ, კრწანისის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოაწყო. ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი 4 000 კვ.მ-ზე განთავსდა.

სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

„კრწანისის გამგეობის მიერ ზემო ფონიჭალაში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცე შეიქმნა. ეს ტერტიტორია ავტოფარეხებით იყო დაკავებული. როდესაც ჩვენ გამოვთქვით ინიციატივა, რომ ავტოფარეხების აღების შემთხვევაში, სკვერის მოსაწყობად ყველაფერს დედაქალაქის მერია ან გამგეობა გააკეთებდა, მოსახლეობა შეიკრიბა და ავტოფარეხებისგან ტერიტორია გაათავისუფლა. დღეს ამ ადგილას კარგი დასასვენებელი სივრცე გვაქვს, სადაც ყველა თაობის ადამიანს შესაბამისი კუთხე აქვს. ბავშვებისთვის სპორტული მოედნებია და სკვერი გამწვანებულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა რაიონში, უბანში ანალოგიური მწვანე სივრცე გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, ასევე, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, სპორტული მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. სკვერში გასართობი ატრაქციონებით ოთხი საბავშვო ზონა განთავსდა და რეკრეაციული სივრცე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით გამწვანდა. რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 406 800 ლარი გამოიყო.

სკვერის გახსნის ღონისძიების ფარგლებში, ბავშვთა გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი. საღამო ბენდის - „Seenთეზი“ კონცერტით გაგრძელდა. საზეიმო ღონისძიება კი ფოიერვერკით დასრულდა.

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე კრწანისის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

Warning: Unknown: write failed: Disk quota exceeded (122) in Unknown on line 0Warning: Unknown: Failed to write session data (files). Please verify that the current setting of session.save_path is correct (/var/cpanel/php/sessions/ea-php72) in Unknown on line 0