24 სექტემბერი, 2019

ევროსაბჭოს კონგრესის საიუბილეო კონფერენცია

თბილისის საკრებულოში, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის, ევროპის საბჭოს 70 წლისა და ევროპის საბჭოს კონგრესის 25 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, კონგრესის, როგორც ევროპის საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა ინსტიტუციისა და საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. ეს გამოიხატება საქართველოს მხარდაჭერაში დეცენტრალიზაციის წარმატებული რეფორმის განხორცილების პროცესში, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაში და ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებაში.
მთავარი საყრდენი, რასაც დემოკრატია ეფუძნება, არის ადამიანის უფლებები და თანაბარი მონაწილეობა. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ქალთა მეტი ჩართულობის სტრატეგიის ფარგლებში მუნიცპალიტეტებში ეფეტურად მუშაობენ გენდერული საბჭოები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში განუხრელად იზრდება ქალთა წარმომადგენლობა არჩევით ორგანოებში. ჩვენი ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების კომიტეტთან და ამ თანამშრომლობის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტი ოფიციალურად შეუერთდება თანასწორი მონაწილეობის ევრიოპულ ქარტიას, რაც კიდევ უფრო სისტემურს გახდის ქალთა მონაწილეობას ადგილობრივ ცხოვრებაში. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელებიც, რა თქმა უნდა, მივესალმებით ქალების ჩართულობას როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. პოლიტიკაში მათი ჩართულობა მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მინდა აღვნიშნო, რომ ქალები უფრო აქტიურები არიან.
ის, რომ საქართველო, ბოლო წლებში, დემოკრატიული ტრანსფორმაციის გამორჩეულ მაგალითად იქცა, სხვადასხვა ამბიციური, წარმატებული რეფორმების გატარებით დასტურდება. მათ შორის ყველაზე მთავარი მიმართულებებია: მერის პირდაპირი წესით არჩევა, უფლებამოსილებათა გადაცემა ადგილობრივ დონეზე, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ბოლოს, რეგიონის მასტაბით უპრეცედენტო რეფორმა, დამატებული ღირებულების გადასახადის მნიშვნელოვანი წილის გადაცემა ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის.
ცხადია, ამით არ მთავრდება საქართველოს მთავრობის ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას.

კონფერენციაზე ხელი მოეწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობები ვალდებულებას იღებენ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში გაატარონ ღონისძიებები და ითანამშრომლონ თანასწორობის გასაუმჯობესებლად.

მსგავსი სიახლეები