16 სექტემბერი, 2019

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან "პიქსელის" შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

16 სექტემბერს, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული და მოსახლეობას დავპირდით, ჭავჭავაძის გამზირზე - ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

აქ გზის საფარი ქვედა ფენა დაგებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოები გრძელდება და დღეს დაიწყება ბორდიურის მოწყობა. პარალელურად, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. გზის საფუძველი მზადდება იმისთვის, რომ ახალი ტროტუარი მოეწყოს. ასევე, რეაბილიტირებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება LED განათების სისტემა. რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ მეორე ეტაპის სამუშაოებს, ის „პიქსელის“ შენობიდან რიგის ქუჩამდე გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მუშაობა დაასრულა „თბილისი ენერჯიმ“, ხოლო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს კვირის ბოლოს დაასრულებს და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება. ჩვენ მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები