7 აგვისტო, 2019

11 წელი აგვისტოს ომიდან

2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომმა უამრავი უდანაშაულო ადამიანის და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე შეიწირა. 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დავკარგეთ ტერიტორიები, ადამიანებმა დაკარგეს მამა-პაპისეული საფლავები, სალოცავები, დავკარგეთ ძალიან ბევრი სოფელი. ძალიან მძიმეა ის შედეგები, რაც აგვისტოს ომმა მოგვიტანა. თუმცა, ქართველი ერი არასდროს შეეგუება ოკუპაციას. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ერი ყველაფერს გააკეთებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი ქვეყნის გაერთიანება უნდა მოხდეს გონიერებით, განათლებით, განვითარებით, ეკონომიკური წინსვლით. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ.

მსგავსი სიახლეები