6 ივნისი, 2019

დაგეგმილი და განხორციელებული ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაცია

ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებაში, ქალაქის წინსვლაში, გალამაზებაში, გაჯანსაღებაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვფიქრობდით, რა შეიძლებოდა დამატებით გაგვეკეთებინა, რომ თქვენი ჩართულობა უფრო მეტად ყოფილიყო შესაძლებელი.

მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ასევე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს. ყველას მადლობა მობრძანებისთვის. აქ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელსა და აშშ-ში იმყოფება. თუმცა რამდენიმე კვირაში მამუკა ბახტაძე გეგმავს, რომ ახალი კონცეფცია წარმოადგინოს ახალგაზრდული პროექტების შესახებ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენც, დედაქალაქის მთავრობაც, ამ მიმართულებით გადავერთვებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ხედვა, რომელიც წარმოდგენილი იქნება, ერთად განვახორციელოთ.

ახალგაზრდებისადმი მაქვს თხოვნა და მინდა, ეს ყველამ გაითვალისწინოთ: ყველას გექნებათ რთული მომენტები და არასოდეს დანებდეთ. პირველ რიგში უნდა დაამარცხოთ საკუთარი შინაგანი მე, უნდა დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ თქვენ შეძლებთ და მერწმუნეთ, რომ აუცილებლად იქნებით წარმატებულები.

ჩვენს უკან არის რეაბილიტირებული ხიდი, რომლის რეაბილიტაცია დავასრულეთ გასულ წელს. ეს ხიდი აკავშირებს მაღლივს და ბაგებს. წელს, აქვე ახლოს ვიწყებთ საავტომობილო ხიდის მშენებლობას. ამ ყველაფერში - რასაც ვაკეთებთ და რაც გვაქვს დაგეგმილი, რომ თბილისი იყოს ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული, ყველაზე კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი როლი იქნება განსაკუთრებული.

მსგავსი სიახლეები