17 მაისი, 2019

შეხვედრა ჭიათურისა და ზესტაფონის მოსახლეობასთან

პირველ რიგში, მსურს ჩემი დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ თითოეულ თქვენგანს და შეხვედრისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენმა პოლიტიკუმა გუნდმა სასიცოცხლო და უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა. ეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჩვენ, თქვენთან ერთად შევძელით, რომ ქვეყანაში ძალადობა დაგვესრულებინა. ადამიანი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ძირითადი ღირებულება გახდა, ჯანმრთელობა პრივილეგიიდან პრიორიტეტად ვაქციეთ და მთელი რიგი მიმართულებით ფუნდამენტური ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
თუმცა, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დღესაც ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი კარგი საქმე, კარგი პროექტი განხორციელდა, ჯერ კიდევ გვაქვს არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის სერიოზული გამოწვევები.
ცხადია, საზოგადოება ვითარდება და თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი გვინდა, უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა საჭირო.
ჩვენ არასდროს, ჩვენი მოქალაქეები არ მიგვიტოვებია გასაჭირში და ამას არასდროს ვიკადრებთ. იქნება ყველანაირი მხარდაჭერა, თანადგომა იმისთვის, რომ მათ იმ პრობლემების მოგვარება შეძლონ, რომელიც ოჯახებს აწუხებთ.
მინდა, დღევანდელი შეხვედრისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ასევე, მინდა, ჩვენს კანდიდატებს გამარჯვება ვუსურვო.
გისურვებთ, რომ ყოველი დილა, ყოველი დღე, რომელიც გვითენდება, სიხარულით, სიყვარულით, სიკეთით, ბედნიერებით და გამარჯვებით იყოს გაჯერებული.